360°-იანი ხედი

ექსტერიერი ინტერიერი

Loading...

ექსტერიერის დიზაინი 01

სინათლის გამტარი ფარი

უახლესი განათების სისტემა კარგი განათებისთვის ღამით.

„X“ ტიპის ფართო წინა მხარე

„X“MEN-ის ტიპის წინა მხარე არა მხოლოდ ძლიერად გამოიყურება, არამედ ARRIZO6-ის პროგრესულ დიზაინს წარმოაჩენს და ტენდენციის ლიდერიცაა.

ალმასის დიზაინის LED დღის განათება

ელეგანტური დიზაინი აუმჯობესებს მანქანის ხარისხს. ის ასევე აუმჯობესებს მანქანის ხილვადობას დღისით ცუდი განათების შემთხვევაში, გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ავარიები და უზრუნველვყოთ უსაფრთხოება.

ინტერიერის დიზაინი 02

მინიმალისტური დიზაინი

მინიმალისტური დიზაინი ჰარმონიულად ერწყმის ჰაერის გამაგრილებელ სავენტილაციო სისტემას, რაც სალონში მდიდრულ ატმოსფეროს ქმნის.

ასიმეტრიული დიზაინის, მოძრავი ინსტრუმენტების პანელი და მძღოლის მხარეს დახრილი ინტერაქტიული სისტემა აადვილებს მართვას.

უკანა სავენტილაციო სისტემა

უკანა სავენტილაციო სისტემა სწრაფად აგრილებს მეორე მწკრივის სივრცეს და უზრუნველყოფს კომფორტს ყველა მგზავრისთვის.

სავენტილაციო სისტემა

ინოვაციური დიზაინი და კლასში საუკეთესო გაგრილების ეფექტი უზრუნველყოფს კომფორტულ ატმოსფეროს მანქანაში ყველა სეზონზე.

სიმძლავრე 03

უახლესი მაღალი ეფექტურობის 9-საფეხურიანი CVT25 გადაცემათა კოლოფი
უახლესი 9-საფეხურიანი CVT უზრუნველყოფს მაქსიმალურ ბრუნვის მომენტს 280 N·m და 92.5%-იან გადაცემის ეფექტურობას. მექანიკური გადაცემის რეჟიმი საშუალებას გაძლევთ შეიგრძნოთ 9-საფეხურიანი მექანიკური გადართვის იმიტაცია. ძალის სისტემასთან იდეალური შეთავსების წყალობით, ის უზრუნველყოფს სიმძლავრეს, საიმედოობას, რბილ გადაცემას და საწვავის ეკონომიურ მოხმარებას.
1.5T მაღალი ეფექტურობის ძრავა
ძრავას აქვს თერმული ეფექტურობა 37.1%-მდე, მაქსიმალური სიმძლავრე — 147 ცხენის ძალა და პიკური ბრუნვის მომენტი — 210 N·m. ინტეგრირებული მოწინავე ტექნოლოგიებით, რაც აჩქარების რეაგირებას 35%-ით ზრდის, ხოლო საწვავის ხარჯს 100 კმ-ზე 6.4 ლიტრამდე ამცირებს. უზრუნველყოფს მაღალი ბრუნვის რეჟიმში უსაფრთხო და ეკონომიურ მგზავრობას.
გერმანული Bentler-ის შასის რეგულირება
მტკიცე და გამძლე მაღალი წარმადობის შასი უზრუნველყოფს ვიბრაციის შთანთქმას და სტაბილურ მართვას, რაც კლასში მართვის ხარისხის ახალ სტანდარტს ქმნის. იდეალურია, როგორც ხანგრძლივი მგზავრობისთვის, ისე ყოველდღიური გადაადგილებისას.

ტექნოლოგია 04

360° ხედვის მონიტორი

წინა, უკანა, მარცხენა და მარჯვენა მხარეს განთავსებული ოთხი 180° ფართოკუთხიანი კამერა უზრუნველყოფს სრულ ხედვას. ეს ტექნოლოგია გამორიცხავს ბრმა წერტილებს, მარტივს ხდის მობრუნებას, პარკირებასა და ვიწრო გზაზე მოძრაობას — რაც უსაფრთხოებასა და კომფორტს მაქსიმუმამდე ზრდის.

8-დუიმიანი სენსორული A/C ეკრანი

ჰაერის კონდიცირების პანელი დამზადებულია IML ტექნოლოგიით, რაც სალონის ვიზუალურ ესთეტიკას აძლიერებს. პანელი დაკავშირებულია ცენტრალურ კონტროლის ეკრანთან და იძლევა ორმაგი ჩვენების შესაძლებლობას. სენსორული ღილაკები კი თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიის შეგრძნების შესაძლებლობას გაძლევთ.

7-დუიმიანი მრავალფუნქციური LCD ინსტრუმენტების პანელი

პანელი დამზადებულია CD გრავირების ტექნოლოგიით და გაფორმებულია ქრომირებული დეკორატიული ელემენტებით. სკალის დიზაინი შთაგონებულია Patek Philippe-ის საათის სტილით, რაც სალონს ელეგანტურობასა და დახვეწილობას მატებს. 7-დუიმიანი ფერადი ეკრანი გთავაზობთ სამ განსხვავებულ თემატიკას და გვაწვდის ინფორმაციას ტემპერატურაზე, საწვავის ხარჯვაზე, საბურავების წნევის მონიტორინგზე, გადართვის შეხსენებაზე და ტექნიკური ხარვეზების განგაშზე.

უსაფრთხოება 05

HHC (დაყოვნებული დაქოქვის დახმარების სისტემა დახრილ ზედაპირზე)

მარტივი დაქოქვა აღმართზე – HHC ხელს უშლის ავტომობილის დაგორებას დახრილ ზედაპირზე დაძვრისას და გეხმარებათ უსაფრთხოდ და მოხერხებულად დაიწყოთ მოძრაობა დაქანებული გზიდან.

Bosch ESP9.3 – გაძლიერებული სტაბილურობის სისტემა

Bosch-ის უახლესი ESP9.3 აერთიანებს უსაფრთხოების ტექნოლოგიებს: TCS, ABS, EBD და HHC. სისტემა რეალურ დროში აკონტროლებს ავტომობილის მოძრაობას, და გადაჭარბებული ან ნაკლები მოხვევის შემთხვევაშო (oversteering/understeering), ავტომატურად აწესრიგებს ბორბლების მუშაობას შესაბამისი სისტემების მეშვეობით, რათა თავიდან აგაცილოთ სავალი გზიდან გადახვევა და ავარიის რისკი.

ულტრა-მტკიცე ფოლადის კარკასი

მესამე თაობის მაღალი სიმტკიცის ფოლადის გალიის ტიპის კარკასი უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას. 1300 MPa-ის სიმტკიცის 6 თერმულად ფორმირებული დეტალი და 60%-ზე მეტი მაღალი სიმტკიცის ფოლადის გამოყენება უზრუნველყოფს გამძლეობას შეჯახებისას. წინა ბამპერის კონსტრუქციაში გამოყენებულია დახვეწილი სარტყელოვანი ტექნოლოგია, რაც ქმნის საიმედო უსაფრთხოების კაბინას მგზავრებისთვის და ამცირებს ავარიის შედეგად მიღებულ დაზიანებებს.

გამარჯობა, ჩვენ ვართ CheryGeorgia.

გვითხარით, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ!

დაგვიკავშირდით