
- 2024 წლის 5 აგვისტოს, Chery Holding Group Co. Ltd-ს დებიუტი შედგა Fortune Global 500-ის სიაში, სადაც 385-ე ადგილი დაიკავა 39.0917 მილიარდი დოლარის შემოსავლით.
- Chery Group-ს 14.2 მილიონი გლობალური მომხმარებელი ჰყავს და 80-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში ოპერირებს.
- 2024 წლის პირველ ნახევარში Chery Group-მა ისტორიულ ეტაპს მიაღწია 1.1 მილიონი ავტომობილის გაყიდვით, რაც წლიურად 48.4%-იანი ზრდის ტოლფასია.
Chery Holding Group Co. Ltd. სიამაყით წარსდგა 2024 წლის Fortune Global 500-ის სიაში და 385-ე ადგილი დაიკავა 39.0917 მილიარდი დოლარის შთამბეჭდავი შემოსავლით. ეს ისტორიული მიღწევაა არა მხოლოდ ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრიისთვის, არამედ ხაზს უსვამს Chery-ის მძლავრ პოტენციალს გლობალურ ასპარეზზე, როგორც ჩინეთის N1 ავტოექსპორტიორისას.
Fortune Global 500 სია ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული რეიტინგია მსხვილი გლობალური კომპანიების შესაფასებლად. ის გვაწვდის ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი კორპორაციების რეიტინგის, ასევე ოპერაციული ხარისხის ცვლილებების შესახებ, როგორიცაა გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი, კაპიტალიდან მიღებული შემოსავალი და მთლიანი პროდუქტიულობა. წელს Fortune Global 500–ის სიაში შემავალი კომპანიების მთლიანი შემოსავალი დაახლოებით 41 ტრილიონი დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ 0.1%-ით მეტია, ხოლო შესვლის მინიმალური შემოსავლის ზღვარი 32.1 მილიარდი დოლარია. სიაში ჩინეთს 133 კომპანია ჰყავს, რომელთა ჯამური შემოსავალი 2023 წელს დაახლოებით 11 ტრილიონი დოლარია.
Chery, რომელიც სიაში დებიუტანტია, წარმოადგენს ჩინეთის დამოუკიდებელ საავტომობილო ბრენდებს. 27 წლის წინ მოკრძალებული დასაწყისიდან დაარსებული Chery, აყვავდა ჩინეთის სწრაფი საავტომობილო განვითარებისა და მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პერიოდებში. დღეს Chery-ს 14.2 მილიონი გლობალური მომხმარებელი ჰყავს, 80-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში ოპერირებს და Fortune Global 500-ის სიაში ერთ–ერთი ყველაზე ინტერნაციონალური ჩინური საავტომობილო ბრენდი გახდა. Chery-ს მდგრადი განვითარების გზა მისი გრძელვადიანი ხედვითა და ეკონომიკური ციკლებისადმი მდგრადობით ხასიათდება.
ამჟამად, Chery ხარისხის განვითარების სწრაფ ეტაპზეა. 2021 წლიდან 2023 წლამდე ჯგუფის წლიური გაყიდვები 962,000-დან ჯერ 1.233 მილიონამდე ხოლო შემდგომ 1.881 მილიონ მანქანამდე გაიზარდა. რაც სამ წელიწადში თითქმის გაორმაგებული რაოდენობაა. Chery-მ ჯამურად 3.9 მილიონი მანქანა გაიტანა ექსპორტზე, რითაც ზედიზედ 21 წლის განმავლობაში შეინარჩუნა წამყვანი ჩინური ბრენდის პოზიცია მსუბუქი ავტომობილების ექსპორტში. 2023 წელს, ჩინეთიდან საზღვარგარეთ ექსპორტირებული ყოველი სამი მსუბუქი ავტომობილიდან ერთი Chery იყო. 2024 წლის პირველ ნახევარში Chery-ს გაყიდვებმა 1.1 მილიონ მანქანას გადააჭარბა, რაც წლიურად 48.4%-ით მეტია და ახალი ისტორიული რეკორდია. Chery ერთადერთი კომპანიაა ინდუსტრიაში, რომელმაც მიაღწია ზრდას როგორც ახალი ენერგომოხმარების, ასევე საწვავის ავტომობილების სფეროში, როგორც ჩინურ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.
Chery-ის გლობალიზაციის გზა „ექსპორტიდან“– „მომხმარებლის კეთილგანწყობის მოპოვებამდე“ და ბოლოს „ბრენდის ხარისხის დამკვიდრებამდე“ განვითარდა. გლობალური სტრატეგიის დაცვით, Chery ცდილობს ბაზრის წილის გაფართოებას და მიზნად ისახავს იყოს ღირებული კონტრიბუტორი და სამაგალითო კორპორატიული მოთამაშე გლობალურ ბაზრებზე. Chery ხუთჯერ იქნა აღიარებული ჩინეთის „20 საუკეთესო საზღვარგარეთული იმიჯის მქონე საწარმოს“ შორის, რაც მისი წარმატებული გლობალური სტრატეგიისა და ბრენდის იმიჯის კიდევ ერთი ნიშანია. Fortune Global 500-ში პირველი შესვლით Chery გააღრმავებს გლობალიზაციის სტრატეგიას: „ბრენდის განვითარებას, შიდა ბაზრის გარეთ გასვლას, ტექნოლოგიურ წინსვლას და ინდუსტრიის მთელი ღირებულების ჯაჭვისკენ მტკიცე სვლას“- მსოფლიო დონის ბრენდის შექმნისკენ სწრაფვით.