
- 2024 წლის Kanter BrandZ China-მ Chery-ს მიანიჭა „მოწინავე ჩინური გლობალური ბრენდის“ ჯილდო, რომელიც ექვს ინდუსტრიულ სექტორს მოიცავს და თითოეული სექტორიდან მხოლოდ ერთი ბრენდი ჯილდოვდება.
- ამ ჯილდოს უკან დგას Chery-ის უწყვეტი ინვესტიციები ტექნოლოგიურ ინოვაციებში, პროდუქტის კვლევასა და განვითარებაში. Chery-მ დააარსა რვა კვლევისა და განვითარების ცენტრი და 300-ზე მეტი ლაბორატორია მთელ მსოფლიოში, რათა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებები სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის მომხმარებლებისთვის.
- პროდუქციის რეგულაციების, პროდუქტის ადაპტირებისა და კონკურენტუნარიანობის შესაბამისად, Chery-მ გამოუშვა მოდელები, რომელიც აკმაყოფილებს ბაზრის სხვადასხვა საჭიროებებს და მოიპოვა ფართო საერთაშორისო აღიარება.
10 სექტემბერს, შანხაიში გაიმართა 2024 წლის Kanter BrandZ China Gala ღონისძიება, რომელმაც მიიზიდა 1000-ზე მეტი ბრენდის შემქმნელი, ფინანსური აღმასრულებელი და წამყვანი მედია საშუალება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩინელ ავტომწარმოებლებს შორის გლობალური ექსპანსიის ლიდერად, Chery იქნა აღიარებული, როგორც ‘მოწინავე ჩინური გლობალური ბრენდი“ საავტომობილო სექტორში, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას გლობალურ საავტომობილო ინდუსტრიაში.
2024 წლის Kanter BrandZ China Gala ღონისძიების მიზანია იმ ბრენდების აღიარება, რომლებმაც გლობალიზაციის ფონზე სხვადასხვა ინდუსტრიაში გამორჩეული შედეგები მოიპოვეს.
გლობალიზაციის მზარდი ტენდენციის პირობებში, სულ უფრო მეტი ჩინური ბრენდი ცდილობს გაფართოებას საზღვარგარეთის ბაზრებზე. ამ ღონისძიებაზე, Chery-მ, როგორც ერთადერთმა ჯილდოს მფლობელმა საავტომობილო ბრენდმა, არა მხოლოდ აჩვენა თავისი ღრმა და გამორჩეული მიღწევები გლობალურ ბაზარზე, არამედ გახდა ახალი სტანდარტი ჩინური საავტომობილო ბრენდებისთვის გლობალურ ბაზარზე. Kanter BrandZ-მა შეაფასა Chery-ის მდგრადი ზრდა და ინოვაციური მიდგომა მსოფლიო მასშტაბით და საბოლოოდ მიანიჭა მას „მოწინავე ჩინური გლობალური ბრენდის“ ჯილდო, რამაც დამატებით ხაზი გაუსვა Chery-ის გლობალიზაციის სტრატეგიას და მაღალი ხარისხის პროდუქტებს.
Chery-ის გლობალური ბაზრისადმი ერთგულებამ პროდუქციის ექსპორტი 80-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში გახადა შესაძებელი, ხოლო გაყიდვების კი ორნიშნა რიცხვით გაზარდა. გლობალური კვლევისა და განვითარების ცენტრებისა და ლოკალური ბაზრის სტრატეგიების მხარდაჭერით, Chery-მ მთელი მსოფლიოს მომხმარებლების ნდობა და მოწონება დაიმსახურა, რითაც ჩინური საავტომობილო ბრენდებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე ახალი იმიჯი შექმნა.
ამ ჯილდოს უკან დგას Chery-ის უწყვეტი ინვესტიციები ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და პროდუქტის კვლევასა და განვითარებაში. Chery-მ მსოფლიოს მასშტაბით რვა კვლევისა და განვითარების ცენტრი და 300-ზე მეტი ლაბორატორია დააარსა, რათა სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის მომხმარებლებს შესაფერისი და მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებები შესთავაზოს. იქნება ეს სამხრეთ ამერიკის მაღალმთიანი რეგიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის წვიმიანი კლიმატი თუ ცხელ ახლო აღმოსავლეთი, Chery-ის პროდუქტი გამორჩეულ ადაპტირებასა და საიმედოობას ავლენს, რაც გლობალური მომხმარებლების მრავალფეროვან საჭიროებებს აკმაყოფილებს.
Chery არა მხოლოდ ხელს უწყობს პროდუქტის ინოვაციას, არამედ თითოეულ ბაზარზე ღრმა ლოკალიზაციის სტრატეგიებსაც ახორციელებს. ლოკალიზებული წარმოების, კვლევის, ანვითარებისა და გაყიდვების ქსელების შექმნით, Chery უზრუნველყოფს, რომ პროდუქტები და მომსახურება მჭიდროდ შეესაბამებოდეს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. გლობალიზაციის ეს სტრატეგია Chery-ს დაეხმარა საზღვარგარეთის ბაზრებზე წარმატების მიღწევაში და გაზარდა ჩინური საავტომობილო ბრენდების საერთაშორისო გავლენა.
Chery-ს ექსპორტი მისი მთლიანი გაყიდვების თითქმის 50%-ს შეადგენს, რითაც ის ზედიზედ 21 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ჩინეთის წამყვანი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიორის პოზიციას. გლობალურად, Chery მიჰყვება „სამი მიმართულების“ სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს რეგულაციების ღრმა პერსონალიზაციას, პროდუქტის ადაპტირებას და კონკურენტუნარიანობას, რათა შექმნას მოდელები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ბაზრის სხვადასხვა საჭიროებებს, მათ შორის როგორც ახალი ენერგიის მქონე ავტომობილებს, ასევე ტრადიციულ შიდა ძრავიან ძრავებს. ამ მოქნილი და მრავალფეროვანი პროდუქტის სტრატეგიით, Chery-მ ფართო აღიარება მოიპოვა საერთაშორისო ბაზარზე.
პროდუქტისა და ტექნოლოგიური ინოვაციების გარდა, Chery აქტიურად ასრულებს თავის კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, პრაქტიკაში იყენებს გლობალურ კონცეფციას. თითოეულ ბაზარზე, Chery ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ლოკალური ოპერაციებისა და ნიჭის განვითარების გზით. ის ხუთჯერ იქნა აღიარებული, როგორც „20 საუკეთესო საზღვარგარეთული იმიჯის მქონე საწარმოს“ ერთ-ერთი წევრი და Google x Kantar BrandZ-ის 2024 წლის 50 საუკეთესო ჩინური გლობალური ბრენდების რეიტინგში საავტომობილო კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა.
„წამყვანი ჩინური გლობალური ბრენდი“ არა მხოლოდ Chery-ის გლობალური მიღწევების აღიარებაა, არამედ მაგალითი იმისა, რომ ის კვლავაც ლიდერობს გლობალური საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში. მომავალში Chery გააგრძელებს გლობალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას და ტექნოლოგიური ინოვაციებისა და პროდუქტის განახლების გზით, ის მუდმივად აძლიერებს ჩინური საავტომობილო ბრენდების გავლენასა და კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე და გლობალურ მომხმარებლებს უკეთეს გამოცდილებას სთავაზობს.